07:15 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-08 11:20:31, 738 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სტრატეგიული თამაშის - „დააკავე დამნაშავე“ გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე პოლიციის დღისადმი მიძღვნილი სტრატეგიული თამაშის - „დააკავე დამნაშავე“ გამარჯვებულ ბავშვებს შეხვდა.

თამაშის წესების მიხედვით, მოზარდები სპეციალური მინიშნებების მეშვეობით და სხვადასხვა სირთულის დავალებების შესრულებით ეძებდნენ დამნაშავეს.

გამოვლინდა 5 გამარჯვებული, რომლებსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებული ბავშვები, ასევე, დაჯილდოვდნენ მთავარი პრიზით - „1-დღიანი ტური საპატრულო პოლიციაში“.

მოზარდებმა საპატრულო პოლიციის შენობა, პატრულ-ინსპექტორთა შეიარაღება, აღჭურვილობა და ახალგახსნილი ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს. ბავშვებმა საპატრულო პოლიციის საქმიანობას გაცნობის შემდეგ დედაქალაქის ისტორიულ უბნებში გადაინაცვლეს და ქვეით პატრულთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე „იზრუნეს“.

არასწრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და საპატრულო პოლიციის შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics