|
2018-07-05 20:59:24, 964 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა ჭუბერში, მთაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს
მაშველებმა სოფელ ჭუბერში, მთაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. არსებული ინფორამციით, მდინარე ნენსკრას ადიდების გამო, მთიდან ჩამოსვლა კიდევ რამდენიმე ადამიანმა ვერ შეძლო. როგორც ადგილზე მყოფმა ლტოლვილთა და განსახლების მინსიტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, მთაში მყოფ 5 ადამიანთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირებმა ტერიტორიის დატოვება არისურვეს, თუმცა მინისტრის განმარტებით, საფრთხის არსებობის შემთხვევაში მათი ევაკუაცია განხორციელდება. ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო და გზები დააზიანა, რის გამოც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. გარდა ამისა, ჭუბერის თემის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. სტიქიის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)