|
2018-07-05 14:55:35, 846 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - „ჩვენ დავამარცხეთ C“ ეხმიანება მცირე ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. „ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის მხრივ უკედურესად მძიმე მდომარეობაში მყოფნი, ერთ-ერთი პირველები ჩავერთეთ ამ უპრეცედენტო პროგრამაში და ჩავიტარეთ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა. ამ პროგრამამ მოგვცა არამარტო C ჰეპატიტისგან განკურნების, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება. საქართველოში, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ადამიანია მათ შორის, ჩვენი ახლობლებიც, რომელთაც ესაჭიროება მკურნალობა და მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა შეაფერხოს მათი პროგრამაში ჩაბმა, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება მათი ჯანმრთელობისთვის. როგორც ჩვენი, ასევე ჩვენთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი ყოფილი პაციენტების სახელით, გვინდა განვაცხადოთ, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაციის დემონსტრირება. მსგავსი ქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს იმ უმნიშვნელოვანეს პროცესზე, რასაც ჰქვია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაცია. ასოციაციის სახელით, მოვითხოვთ ამ დეზინფორმაციის ავტორმა წარმოადგინოს შესაბამისი კვლევები, რომლებიც დაადასტურებს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილეს. რაც მთვარია, მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ აჰყვეს მსგავს პროვოკაციებს, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე და საჭიროების შემთხვეაში, არ გადადოს მკურნალობაში ჩართვა!“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: თემურ რადიანი, ირაკლი ქორიძე, ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძე და ბესო კუპრეიშვილი (C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - „ჩვენ დავამარცხეთ C“). შეგახსენებთ, fortuna.ge-ზე გავრცელდა ინტერვიუ თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის ქართველ მრჩეველთან, მალინა ბერიკაშვილთან, რომელიც აცხადებს, რომ „ქართველი ერი კატასტროფის წინაშე დგას, რადგან სიმსივნური დაავადებების შემთხვევები გაზრდილია". იგი ამის სხვადასხვა მიზეზს ასახლებეს, მათ შორის C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამას, რომლის დახმარებითაც ათასობით ადამიანი ვირუსისაგან განიკურნა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)