15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 12:36:14, 566 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პჯდ ცენტრებს ავტომანქანები გადასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცა.

„სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხუთი ავტომანქანა ხელვაჩაურის, ორი ქობულეთის, ხოლო ერთი ხულოს პჯდ ცენტრებმა მიიღეს. სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა.

ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და პჯდ ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამინისტროს ცნობით, აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს. აქედან მაღალი გამავლობის ავტომანქანა სამინისტროს 2014-2018 წლების პროგრამის ფარგლებში გადაეცა 51 პჯდ ცენტრს, ხოლო 5 ამბულატორიას სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მერიებმა შეუძინეს. შესაბამისად, წელს სრულდება რეგიონის პჯდ ცენტრების ავტოპარკის სრულად შევსება.

"ჯანდაცვის ცენტრების ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა გაზრდის სოფლის ექიმების მობილობას და გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014 წელს, სოფლის ექიმების ადგილზე დამაგრების მიზნით აამოქმედა ახალი პროგრამა, რაც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. 2018 წელს სამინისტრომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებისათვის შრომის ანაზღაურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებისათვის 100 ლარით გაზარდა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics