03:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 10:40:35, 647 ნახვა

საზოგადოება
„ვიზეარის“ თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდში უნდა გაფრენილიყო, ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის მიმართულებით ავიაკომპანია „ვიზეარის“ რეისი ვერ შესრულდა.

როგორც მგზავრები აცხადებენ, ლაინერს ადგილიდან დაძვრისთანავე პრობლემები შეექმნა, რის გამოც ავარიული დაშვება განხორციელდა.

„ტექნიკურად გამართეს თვითმფრინავი, თუმცა, როგორც კი დაიწყო აფრენა, თვითმფრინავმა დაიწყო დამუხრუჭება რის გამოც დიდი ძალით მოხდა დარტყმა მიწაზე, რომ შევხედეთ ბოლი გასდიოდა. საკმაოდ დიდი პანიკა იყო“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ერთ-ერთმა მგზავრმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი პროგრამული ხარვეზი იყო.

„ვიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე.

ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას“, - აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics