|
2018-06-28 16:42:55, 582 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“ ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად რეგიონულ ტურნეს იწყებს
თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“ ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს. ერთობლივი ტურნეს დაწყებამდე, „ბიგ ბენდისა“ და „ქართული ხმების“ კონცერტის რეპეტიციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო. კახა კალაძემ თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ ხელმძღვანელს, გაიოზ კანდელაკს კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა. დედაქალაქის მერის განცხადებით, მაყურებელს თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა აბანოთუბანში, 29 ივნისს ექნება. „წარმატებებს ვუსურვებ ამ უნიჭიერეს ადამიანებს. დღეს, ორკესტრის ხელმძღვანელს, ბატონ გაიოზს კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელი გადავეცით. ისინი გაცილებით მეტს იმსახურებენ იმ ყველაფრისთვის, რასაც ხელოვნებისთვის აკეთებენ. მათ თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა ექნებათ. ხვალ, აბანოთუბანში, 19:00 საათზე, ამ ძვირფასი ადამიანების კონცერტი გაიმართება და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ისიამოვნოთ „ბიგ ბენდის“ შემოქმედებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. „ბიგ ბენდისა“ და ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთობლივი ტურნე პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში 30 ივნისს, ახალციხეში დაიწყება და საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდება. კონცერტი აერთიანებს ქართული ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების, ქართული საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს. პროექტი მოიცავს კონცერტებისა და ღონისძიებების სერიას, რომლის ძირითადი ამოცანა რეგიონების გამოცოცხლება და საქართველოს ცნობადობის გაზრდაა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)