|
2018-06-26 15:32:36, 725 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო „ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან“ დადებულ მემორანდუმს წყვეტს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” დადებული მემორანდუმი ცალმხრივად გაწყვიტოს, - ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს გამოიკვეთა რამდენიმე ორგანიზაცია და აქტივისტი, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან რეორგანიზაციით გათავისუფლებულ ადამიანებთან ერთად, პირადი გამორჩენის მიზნით ცდილობენ სააგენტოსთვის ჩრდილის მიყენებას და მის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. „ამ და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გაწყვიტოს 2015 წლის 8 მაისს ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” (GSPSA) დადებული მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანია, ყველა მიმდინარე და დაგემილი პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია ყველა დაინტერესებული მხარისათვის, ვინაიდან საზოგადოების აქტიური მონაწილეობა პროცესებს უფრო სრულყოფილს გახდის და ეს საბოლოო ჯამში ჩვენს დედაქალაქში ცხოველების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მადლობას ვუხდით ყველა მოხალისეს თუ ორგანიზაციას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობს ცხოველების მოვლა-პატრონობის პროცესში და სააგენტოსთან ერთად ზრუნავს მათზე“, - ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)