|
2018-06-26 11:24:00, 622 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის შვიდ მისამართზე სპორტული მოედნები ეწყობა
თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეები აქტიურად ვითარდება. მუხიანის მე-3 მიკრორაინის N10-14 კორპუსებთან ახალი სპორტული მოედანი ეწყობა. ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. ხუთ მისამართზე ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნები ეწყობა, ორ მისამართზე კი, უკვე არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება. ასევე, ორ მისამართზე - I მ/რ-ის N20 ა კორპუსთან და მუხიანში მე-4 ა მ/რ-ის N17 კორპუსთან კალათბურთის მოედანი უკვე მოეწყო. მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო. „გლდანის რაიონში როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას ვახორციელებთ. ხუთ მისამართზე სრულიად ახალი კომბინირებული მოედანი ეწყობა, ორ სპორტულ მოედანს კი, რეაბილიტაცია უტარდება. ამასთანავე, ორ მისამართზე უკვე მოვაწყვეთ კალათბურთის მოედანი. გლდანის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის პროცესში აქტიურად არის ჩართული და ახალგაზრდებისთვის მეტი სპორტული სივრცის მოწყობას აქტიურად გააგრძელებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ აწარმოებს.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)