|
2018-06-25 14:21:24, 846 ნახვა
საზოგადოება
„აქ ხართ დაკითხვაზე, თქვენი შეფასებები არ გვაინტერესებს“ - საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს [ვიდეო]
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. გამოკითხვის მიმდინარეობისას ზვიად ფკახაძეს „ვროპული საქართველოს“ წევრებმა საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, პროკურორი კი ითხოვდა, რომ პასუხის ამომწურავად გაცემის საშუალება მიეცათ. „ბატონო ზვიად, აშკარად გვეკამათებით და დებატებში შემოდიხართ. მოთმინებით ბატონო ზვიად, აქ თქვენ ხართ დაკითხვაზე გასაგებია თქვენთვის?! ვინც კითხვას გისვამთ, ის უნდა დააკმაყოფილოთ ან არ დააკმაყოფილოთ. თუ თქვენ უკმარისობის გრძნობა გექნებათ, გაქვთ ბრიფინგის ჩატარების საშუალებაც. სამუშაო პროცესი ასეთია, კომისიის წევრები გისვამენ კითხვას, თქვენ პასუხობთ კი ან არა და ვინც კითხვა დაგისვათ იმის საქმეა შემდეგ კითხვაზე გადავა თუ არა. თქვენი შეფასებები და მორალის კითხვა არ გვაინტერესებს. იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას“, - მიმართა კომისიის წევრმა გიგა ბოკერიამ პროკურორ ზვიად ფკახაძეს. ბოკერიას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა: „რა მიკვირს იცით? ოთარ კახიძე და ირაკლი აბესაძემ სვამენ შეკითხვებს და რასაც ვუყურებ კონსტრუქციულ ფორმატში მიდის ეს ყველაფერი. გიგა ბოკერია რატომ ღიზიანდება ვერ ვიგებ. კომისიის თავმჯდომარე ცდილობს, პროცესი კონსტრუქციულად წარმართოს და ბატონო გიგა, იქნება გვითხრათ რა გაღიზიანებთ? დაგვაცადეთ“, - მიმართა ოხანაშვილმა ბოკერიას.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)