|
2018-06-23 11:39:15, 1015 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმში, რომელიც 22 ივნისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, თავის მოხსენებაში გიორგი ჩიქოვანმა საქართველოს ენერგეტიკის გრძლევადიან გეგმაზე ისაუბრა, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარების მხარდაჭერაზე 2020 წლამდე პერიოდში და ამ კუთხით, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. ის ასევე შეეხო კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას, საქართველოს ენერგოსისტემის რეგიონალურ ინტეგრაციას, ენერგოეფექტურობას და განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გარდა, ფორუმზე ასევე მოხსენებები გააკეთეს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის დირექტორმა მეგან რიჩარდსმა, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა ელიზაბეტ პრესმა, ასევე ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ეკონომიკის მინისტრმა კრეშნიკ ბეკტეშმა და უკრაინის ევროინტეგრაციის, ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მუკოლა კუზიოსმა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)