00:06 - 23 Jul, 2026
|
2018-06-22 16:44:16, 794 ნახვა
საზოგადოება
ინწკირვეთში სოფლის სახლის მშენებლობა დაიწყო
ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ინწკირვეთში სოფლის სახლის მშენებლობა დაიწყო. საძირკველის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე. პროექტის ფარგლებში აშენდება ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა. განთავსდება სოფლის რწმუნებულის სამუშაო ოთახი, ამბულატორია და სააქტო დარბაზი. მიმდინარე ღონისძიება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდება, რაზეც 73 000 ლარი დაიხარჯება.
დღესვე შუახევის მერი ადგილობრივებსაც გაესაუბრა და სოფლად არსეული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. ფრიდონ ფუტკარაძემ სოფლის მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლოდ დასახული გეგმები გააცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)