00:06 - 23 Jul, 2026
|
2018-06-22 10:03:48, 701 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყება
თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.ge. რეგისტრაციის მსურველებმა სარეგისტრაციო ბლანკში უნდა მიუთითონ სასურველი რაიონი, ბაღის ნომერი ან დასახელება, ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისი ჯგუფი, შეავსონ ბავშვისა და მშობლის პირადი მონაცემები, რაც მითითებულია აღსაზრდელის დაბადების მოწმობაში. ასევე, სავალდებულოა საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომრის მითითება. სააღმზრდელო წლის დაწყებისათვის და არა რეგისტრაციის მომენტისათვის, აღსაზრდელი უნდა იყოს 2 წლის ასაკის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)