|
2018-06-21 16:37:33, 629 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
დიდუბესა და დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-4 და მე-5 კორპუსებთან, პაიჭაძის ქუჩის N1-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსთან და წერეთლის გამზირის N59, N61-სა და N63-ში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა. კონტრაქტორმა კომპანიამ მოაწესრიგა, როგორც სამანქანო გზა, ასევე ფეხითმოსიარულეთა ბილიკები და ბორდიური. ამ ეტაპზე, ბორდიურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჭიაურელის ქუჩის გასასვლელში, სადაც დიდუბის რაიონის გამგეობამ მოსახლეობის მოთხოვნით, სანიაღვრე ქსელი მოაწყო. დიდუბის რაიონში, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები წერეთლის გამზირის N1 კორპუსთან და ტერევერკოს შესახვევში მიმდინარეობს, რამდენიმე მისამართზე კი, უკვე დასრულდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა მისამართზე ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)