|
2018-06-19 13:18:24, 664 ნახვა
საზოგადოება
გახარია: როგორც ჩანს, სულ მალე მომიწევს მესამედ მივმართო პარლამენტს
მქონდა პატივი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მომემართა თქვენთვის და როგორც ჩანს, სულ მალე მომიწევს მესამედ მივმართო პარლამენტს, - ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, შსს კონცენტრირებულად მუშაობას იმ რეფორმებზე, რომლის მიზანიც ქვეყანაში უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდაა. „ჩემთვის პატივია, მქონდეს შესაძლებლობა მოგმართოთ და ასევე მხვდა წილად ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მქონდეს საშუალება მივმართო პარლამენტს და როგორც ჩანს, სულ მალე მომიწევს კიდევ მესამედ მივმართო პარლამენტს, ალბათ. აქედან გამომდინარე ვეცდები ვისაუბრო მოკლედ, რამეთუ დაისვა საკითხი კოლეგების მხრიდან რომ არის შეკითხვები და უფრო მეტი დრო რომ დაგვრჩეს ამისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლწესრიგი, ეფექტიანი და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ვერანაირი ეკონომიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება ვერ განვითარდება. ამიტომაც ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გასატარებლად, რომლის მიზანი არის უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა ქვეყანაში. რეფორმის ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რამეთუ გვესმის, რომ დღევანდელი გამოწვევების პირობებში, პოლიცია და შსს ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)