|
2018-06-18 09:31:56, 651 ნახვა
საზოგადოება
„მზიურში“ ფერების ფესტივალი გაიმართა
ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, „მზიურის“ პარკში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფერების ფესტივალს ახალგაზრდებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო, რომელმაც მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელ ფესტივალზე საოცრად კარგი განწყობაა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მოსული. ვაკის რაიონის გამგეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მომავალშიც ჩაატარებს და იზრუნებს, რომ ახალგაზრდებისთვის მეტი დასასვენებელი და გასართობი სივრცე იყოს ქალაქში“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. ფერების ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებისთვის უჩვეულო სანახაობა მოეწყო და ფესტივალის სივრცე სპეციალური ფხვნილის საღებავის მეშვეობით „გაფერადდა“. ღონისძიების განმავლობაში, რომელიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სტუმრების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები და DJ-ები: ჯგუფი „არა“, PERCDUO, DJ Yurin, DJ Noxiron, YST წარსდგნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)