|
2018-06-15 12:52:26, 634 ნახვა
საზოგადოება
ევროპის თევზჭერის სააგენტოსთან კონტროლის ღონისძიებების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლები, ევროპის თევზჭერის სააგენტოს ორგანიზებით, ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში, ინტეგრირებული მონიტორინგისა და კონტროლის ღონისძიებების პილოტური პროექტის შემაჯამებელი შეხვედრას დაესწრნენ. მხარეებმა შავი ზღვის სანაპიროს სახელმწიფოების თანამშრომლობასა და საერთო კონტროლის მექანიზმების შემუშავების შესახებ იმსჯელეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტიურად თანამშრომლობს ხმელთაშუა ზღვის გენერალური თევზჭერის კომისიასა (GFCM) და სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), კონტროლის მექანიზმებისა და ინფორმაციის მიმოცვლის კუთხით. პროექტში საქართველოს ჩართულობა, შავ ზღვაზე თევზჭერის მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)