|
2018-06-14 15:57:04, 874 ნახვა
საზოგადოება
„არაა საჭირო ეს ბინძური კამპანია ქალების წინააღმდეგ!“- ომბუდსმენი სააკაშვილს პასუხობს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სექსისტურად და შეურაცხმყოფელად მოიხსენია. მან მეზვრიშვილთან დაკავშირებით სტატუსი გააზიარა, რომელსაც მიაწერა: „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი“. აღნიშნულ ფაქტს, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გამოეხაურა და აღნიშნა, რომ მეზვრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და პრინციპული ახალგაზრდაა. მისივე თქმით, ეს ბინძური კამპანიაა ქალების წინააღმდეგ. „რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ "კალთაში ჯდომა" და "მსუბუქი ყოფაქცევა", როცა ქალებზეა საუბარი? ნათია ერთ ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა, ვისაც ვიცნობ. ამ გამოძიებაში თუ რამე შეეშლება მას ან შსს-ს, პირველი ჩვენ ვიტყვით ამას! არაა საჭირო ეს ბინძური კამპანია ქალების წინააღმდეგ!“,- წერს ლომჯარია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)