11:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 13:42:00, 451 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: განსხვავებული ადამიანების მიმართ აგრესია შემაშფოთებელია

"განსხვავებულთა მიმართ აგრესია, იქნება ეს რელიგიური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, შემაშფოთებელია“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას   განაცხადა. 

მისივე თქმით, განსხვავებული ადამიანების  მიმართ აგრესია სახელმწიფოებრივად საშიშია საქართველოსთვის. 

„განსხვავებულთა მიმართ აგრესია შემაშფოთებელია, სახელმწიფოებრივად ძალიან საშიშია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, არამარტო ადამიანის უფლებათა დაცვის ლოგიკიდან, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან, პოლიტიკური სისტემებიდან და მდგრადობიდან გამომდინარე.  ასეთი შემთხვევები   სერიოზულად უნდა იქნას განხილული“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 
ამასთან, როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა,  საქართველო მრავალეთნიკურ  და მრავალრელიგიურ საზოგადოებად  დღეს არ ჩამოყალიბებულა. 
„მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ საზოგადოებად  დღეს არ ჩამოვყალიბებულვართ. იდეოლოგია, რომელიც უკავშირდება განსხვავებულთა მიმართ  დამოკიდებულებას არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვერ შევქმნით სახელმწიფოს, სადაც  თუ განსხვავებული ადამიანები თავს დაცულად ვერ იგრძნობენ, ამით ჩვენ შევარყევთ სახელმწიფოს ფუნდამეტს და მდგრადობას. აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ საკითხების მიმართ საგანგებო ყურადღება იყოს გამახვილებული“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics