|
2018-06-13 10:53:49, 683 ნახვა
საზოგადოება
გარდაბნის გზატკეცილის N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
გარდაბნის გზატკეცილის N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ეს პროცესი გრძელდება. „27 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და ჩვენი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ოჯახებს ფართები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)