20:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 15:52:59, 631 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და GIZ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა, როლანდ შტოირერმა მოაწერეს.

სამინისტროს ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა როლანდ შტოირერს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია, რასაც აღნიშნული მემორანდუმიც ადასტურებს.

GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის, როლანდ შტოირერის განცხადებით, გერმანულ მხარეს საქართველოსთან სატყეო სექტორის რეფორმისა და ტყეების მდგრადი მართვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით 10 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებს. ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გერმანიის სანდო და საიმედო პარტნიორია.

მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოაწერეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics