|
2018-06-11 16:00:23, 988 ნახვა
საზოგადოება
თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტთან აქცია 18:00 საათზე განახლდება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, აქცია პარლამენტთან 18:00 საათზე განახლდება. ბოკუჩავამ მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა: ”ყველას მოვუწოდებ, რ9მ გადადონ პოლიტიკური კუთვნილება და 18:00 საათზე შემოუერთდნენ აქციას. ჩვენ ყველას უნდა გვაერთიანებდეს ერთი წუხილი რომ დაისაჯონ ის ადამიანები რ9მლებიც ხელს აფარებენ თემირლან მაჩალიკაშვილის და დათუნა სარალიძის მკვლელებს. ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება ისტერიკაშია. როდესაც არბევ კარავს სადაც ორი შვილმოკლული მამაა და შემდეგ სასამართლო სხდომაზე შესვენებაზე გამოსულ ადამიანებს სასადილოდან იტაცებ და თავზე ამტვრევ თეფშებს, ეს არის პანიკაში მყოფი არანორმალური ხელისუფლების ქმედებები. თანადგომას ვუცხადებთ და გვერდში ვდგავართ ამ ადამიანების სიმართლეს", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)