|
2018-06-11 14:29:25, 775 ნახვა
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნულ შეჯიბრი იწყება
საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნულ შეჯიბრში. პროექტში მონაწილეობა უფასოა და მასში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 15 ივნისამდე გრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdzIVXMLSbHgFekTh8UYWgA4xC8_SaVZSZXEa7wMlU5rQqTfw/viewform პროექტი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) მიერ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფინალური რაუნდის მხარდამჭერია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება საქართველოში". შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს ერთზე მეტმა გუნდმა. თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არ აქვთ გასული წლის ნახევარფინალისა და ფინალისტ გუნდებს. შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან. ეროვნული შეჯიბრი 2018 წლის 21-22 ივლისს გაიმართება, მანამდე კი აპლიკანტებს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ. რეგისტრაციის შემდეგ, სტუდენტები 18 ივნისს გაივლიან ტესტირებას, წარმატებული გუნდებისთვის შემდგომი ეტაპი იქნება წერილობითი პოზიციების მომზადება. საუკეთესო გუნდები გამოვლინდებიან 13 ივლისს. შეჯიბრის ნახევარფინალი გაიმართება 21 ივლისს, ხოლო ფინალი 22 ივლისს. საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდი ჩატარდება ქალაქგარეთ, რომლის ფარგლებშიც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომის იმიტაცია გაიმართება. შეჯიბრის ფარგლებში სტუდენტებს მოუწევთ 3 საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს - იმიტაცია. პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ორგანიზატორების მიერ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)