|
2018-06-08 13:54:31, 963 ნახვა
საზოგადოება
ზედაზენის და ბარამბინოს „ზაფხულის ფესტივალი 2018“ სტარტს 9 ივნისს რუსთავიდან აიღებს
ზაფხულის ფესტივალი „ზედაზენთან“ და ბარამბინოსთან ერთად სტარტს 9 ივნისს ქ. რუსთავიდან აიღებს. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება საქართველოს ექვს ქალაქში. წლევანდელი ფესტივალის მასპინძელი ქალაქები, რუსთავი, გორი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი „ზედაზენის“ ლიმონათთან და „ბარამბინოსთან“ ერთად უამრავ სიურპრიზს ჰპირდებიან პატარებს. ღონისძიების ფარგლებში ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს ზედაზენის ლიმონათი და ბარამბინოს უგემრიელესი ნაყინები, დაესწროს თოჯინების თეატრს, ჩაერთოს სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით - გასართობ ღონისძიებებში. იმოგზაუროს ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში. ლიმონათის გმირები და ყველაზე მხიარული ბარამბინოს ბიჭუნა მთელი ღონისძიების განმავლობაში იზრუნებენ თქვენი პატარების განწყობაზე. ზაფხულის ფესტივალი ოცდაათ ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკთან დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურია (მეექვსედ ტარდება) და წელს წინა წლებთან შედარებით ბევრად მასშტაბურია. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გელოდებით ყველას. ზაფხულის ფესტივალის გრაფიკი : 9 ივნისი - ძველი რუსთავი (მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია), დასაწყისი 18:00 სთ 15 ივნისი - თელავი (თეატრის მიმდებარედ), დასაწყისი 18:00 სთ 17 ივნისი - გორი (სტალინის ბაღში, შადრევნებთან), დასაწყისი 18:00 სთ 22 ივნისი - ქუთაისი (ბალახვანი, ასსაფეხურიან კიბესთან), დასაწყისი 18:00 სთ 23 ივნისი - ზუგდიდი (იუსტიციის სახლის მიმდებარედ - პარკში), დასაწყისი 18:00 სთ 30 ივნისი - ბათუმი (ანბანის კოშკთან), დასაწყისი 18:00 საათი.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)