|
2018-06-07 19:07:27, 1204 ნახვა
საზოგადოება
8 ივნისს თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება
ფეისბუქჯგუფი "თავისუფლებისთვის" საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით 8 ივნისს აქციას გამართავს. აქცია იუსტიციის სახლთან 19 საათზე გაიმართება. „დაუყოვნებლივ გადადგეს თეა წულუკიანი და ახალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის და კონსესუსის შედეგად!“- ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მიმართვაში. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევნ რომ:
„ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დარწმუნებულები ვართ, რომ თეა წულუკიანი ვერ შეარჩევს დამოუკიდებელ პროკურორს, სწორედ ამიტომ, ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას და ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევას სამოქალაქო საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად, მისი წინამორბედის შეცდომებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით", - მიაჩნიათ აქციის ორგანიზატორებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)