|
2018-06-07 14:09:27, 1025 ნახვა
საზოგადოება
ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ტაივანში, ქალაქ ტაიპეიში ჩატარდა. 22-ე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც პოქს ვირუსების, ირიდოვირუსების და ასფავირუსების თემატიკას შეეხებოდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ და შეხვედრაზე მათ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე საქართველოს მხრიდან, მოხსენებით გამოვიდა ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, ანა გულბანი და საქართველოში ლაბორატორიის გაძლიერების პროგრამაზე ისაუბრა. წარმოდგენილი იყო პოსტერ-პრეზენტაციები. შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება, დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება. კონფერენცია ჩატარდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) სამეცნიერო-კვლევითი პროექტის - „საქართველოში ფებრილურ-ზოონოზური კანის დაზიანებების შემთხვევების აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის პოტენციალის ამაღლების“ ფარგლებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)