18:39 - 22 Jul, 2026
|
2018-06-06 17:44:23, 867 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-სომხეთის საზღვართან კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 26 კილომეტრში, 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთის ტერიტორიაზე, 8 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ნგრევის შესახებ შეტყობინება არ შესულა. საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა დღეს დილითაც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შედგინა. გარდა ამისა, გუშინ, კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 15 კმ-ში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები თბილისსა და რუსთავშიც იგრძნობოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)