11:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 17:24:15, 415 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, დიდი პატივია ჩემთვის გადმოგცეთ გულითადი მოლოცვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. აზერბაიჯანელმა ხალხმა უამრავ გამოწვევას გაუძლო, რომ დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრიობა და შეექმნა წარმატებული, სტაბილური და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

დღეს ჩვენ აშკარად ვხედავთ თქვენი ქვეყნის წინსვლასა და კეთილდღეობას. ღრმად მწამს, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ჩვენ გავხდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კიდევ უფრო მეტი წინსვლისა და განვითარების მოწმენი მომავალში. ჩვენს ქვეყნებს შორის, მჭიდრო ისტორიული კავშირის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

 ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას თქვენი ურყევი მხარდაჭერისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელიც მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics