|
2018-06-05 12:07:41, 895 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ჩვენ შევძლებთ პლასტიკით გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შევამციროთ
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ბუნების წინაშე და აქტიურად ჩაერთოს იმ აქტივობებში, კამპანიებში და ღონისძიებებში, რომლებიც გარემოს დაცვას და მისი მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. წელს გარემოს დაცვის დღის თემას ,,შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება’’ წარმოადგენს. ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება. გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება, ვინაიდან გარემოში პლასტიკის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. „გარემოს პლასტიკისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, საქართველოში, 2018 წლის ბოლოდან ამოქმედდება ,,ტექნიკური რეგლამენტი - პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“. ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიც, გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, შეზღუდვები დაწესდება გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების გამოყენებაზე. ახალი რეგულაციის ამოქმედებით, თითოეული მოქალაქის მხარდაჭერით და აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ პლასტიკით გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შევამციროთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 5 ივნისი გარემოსდაცვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ეძღვნება.
(NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)