2015-05-28 13:51:52, 485 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს საჩუქრად კონსტიტუციის წიგნი გაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრად კონსტიტუციის წიგნი გაუგზავნა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვიმლა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის საჩუქარი ძალიან ესიამოვნა.
„კი მივიღეთ კონსტიტუცია, ძალიან მესიამოვნა პრეზიდენტის ეს საჩუქარი. ძალიან კარგი და სიმბლოური იყო ალბათ, რომ 26 მაისს ასეთი კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. დღეიდან მნიშვნელოვანი გამოცემა მექნება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, პრეზიდენტის მიერ მთავრობის წევრებისთვის კონსტიტუციის გაგზავნას, რაიმე სხვა დატვირთვა ხომ არ ჰქონდა, ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ასე არ ფიქრობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან