15:24 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 13:44:48, 1583 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სარალიძე პატრიარქს დღეს შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას სურს პატრიარქს დღეს 16:00 საათზე შეხვდეს. 

„პირველ რიგში, დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამას, რომ ტელევიზიით მიხდება მისთვის მიმართვა. უბრალოდ, როგორც პატარმა ადამიანმა არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო საპატრიარქოს. მეც დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 16:00 საათისთვის თუ იქნება საშუალება შევხვდე ჩემს სულიერ მამას, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს, მართლმადიდებლების სულიერი მამაა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება აქციას, სარალიძის თქმით, ის ძალაშია და პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან. 

„აქცია ძალაში დარჩება ვიდრე ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებლები და ამ საქმის გამყალბებლები“, - განაცხადა სარალიძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics