22:55 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 13:27:43, 1283 ნახვა

პოლიტიკა
PACE სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარებას გმობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი  სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარებას გმობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას PACE-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც თანამომხსენებლების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"სირიის ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, არის საპასუხო, რუსეთის მხრიდან გაწეულ დახმარებაზე, რომელსაც კრემლი ასადის რეჟიმს უწევს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics