15:24 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 19:55:36, 1588 ნახვა

საზოგადოება
ხმაური ფილარმონიასთან - „ქართული მარშის“ აქციაზე 10-ზე მეტი პირი დააკავეს

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ქართული მარშის“ წევრები იკრიბებიან  ინციდენტი მოხდა.

ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მისვლამ „მარშის“ ერთ-ერთი მხარდამჭერის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

„კიდევ აქ მოეთრევიან ეს ფაშისტები, უსინდისოები. თქვენ გამო დაიჭირეს ჩვენი უდანაშაულო ბიჭები“, -   მიმართა ქალბატონმა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს.

ამის შემდეგ ქალბატონი დააკავეს. გარდა ამისა, ადგილზე პოლიციამ 10-ზე მეტი პირი დააკავა, მათ შორის: რამაზ გაგნიძე, იოსებ ხიმშიაშვილი, კოკა მორგოშია, გურამ ქართველიშვილი, მაია მახაშვილი და ტრისტან წითელაშვილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი თანამოაზრეების დაკავება უმიზეზოდ ხდება, რათა აქციის გამართვის საშუალება არ მიეცეთ.

ცნობისთვის, „ქართული მარშის“ წევრები ამბობენ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა მათივე თქმით, პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან და ეს მათთვის მიუღებელია. სწორედ აღნიშნულის გამო მართავს „მარში“ კონტრაქციას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics