14:20 - 22 Jul, 2026
|
2018-06-01 02:17:07, 1417 ნახვა
საზოგადოება
კუპრავა: ნაწილი პარლამენტთან დავრჩებით, ხვალ 16:00 საათზე კი, უფრო დიდი აქცია გაიმართება
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, უფლებადამცველის ზვიად კუპრავას განცხადებით, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას აპირებს. როგორც კუპრავამ აღნიშნა, მომიტინგეების ნაწილი პარლამენტის შენობასთან დარჩება, ხოლო ძირითადი, ფართო მასშტაბიანი აქცია ხვალ 16:00 საათზე განახლდება. "კარვებს ვშლით, რათა წვიმას თავი შევაფაროთ. ზაზა აქედან წასვლას არ აპირებს და მასთან ერთად ვართ ჩვენც. ნაწილი აქ დავრჩებით დილამდე. ხვალ 16:00 საათზე უფრო დიდი აქცია იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენ ხვალ შემოგვიერთდებიან ადამიანები რეგიონებიდან - ხალხი ჩამოდის სამეგრელოდან, იმერეთიდან, კახეთიდან, აჭარიდან. ჩვენი მოთხოვნები ძალიან მკაფიოა და უცვლელი", - განაცხადა კუპრავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)