14:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 22:20:08, 1257 ნახვა

საზოგადოება
რაგბის კავშირი: ვიზიარებთ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით

გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით, - ამის შესახებ განცხადებას რაგბის ავრცელებს. 

განცხადების თანახმად, მატჩის დასრულებისთანავე რაგბისტთა ნაკრები ფიჯიზე მიემგზავრება.

„ძვირფასო მეგობრებო, „დინამოზე“ მიმდინარეობს დაძაბული მატჩი „ბორჯღალოსნებსა“ და ფრანგ „ბარბაროსებს“ შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს. ამ ეტაპზე ანგარიშია 11-10 საქართველოს სასარგებლოდ. მატჩის დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.
უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს. ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინოფემაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას. გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ 22:00 საათზე აქციას "ბორჯღალოსნები" შეუერთდებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics