|
2018-05-30 18:06:28, 1802 ნახვა
საზოგადოება
2 ივნისს აქცია „არა ოკუპაციას, რუსეთი სირია!“ გაიმართება
სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების გამო 2 ივნისს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის სახელწოდებაა - "არა ოკუპაციას, რუსეთი სირია!". შესაბამისი ღონისძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, სირიის რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანიბის შებღალვა მოხდა. "რუსეთის მარიონეტად ქცეულმა სირიის ხელისუფლებამ, რუსეთის მთავრობის წაქეზებით მოახდინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რაც კიდევ ერთი მტრული ნაბიჯია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. ორგანიზაცია ახალი ანაბეჭდი/New Imprint და მოძრაობა მესამე ოპოზიცია მოგიწოდებთ, რომ კვლავ გამოვიჩინოთ ერთობა და სიმტკიცე. გელით ყველას რუსთაველის გამზირზე! ავიმაღლოთ ხმა რუსეთის ზღვარსგადასული ქმედების წინააღმდეგ! ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი აქციით არაფერი შეიცვლება ცდებით! დამთავრდეს შიში ხმის ამოღებისა! ახლა, როგორც არასდროს ისეა საჭირო ერის გაერთიანება. მოგიწოდბთ ყველას, განურჩევლად ერისა, სარწმუნოებისა, ასაკისა, სქესისა, მსოფლმხედველობისა, ორიენტაციისა მოხვიდეთ და დადგეთ თქვენი ქვეყნის სახელით, თქვენივე ქვეყნისთვის ბრძოლაში ! ასევე მოვუწოდებთ სხვა არასამთავროებსა და მოძრაობებს შემოგვიერთდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ! #არაოკუპაციას #გაერთიანებულისაქართველო", - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)