|
2018-05-30 12:46:03, 1267 ნახვა
საზოგადოება
IRI - მოსახლეობის 86% რუსეთს აგრესორად მიიჩნევს, თუმცა 46% კრემლთან დიალოგის გამართვას მხარს უჭერს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ურთიერთობა საქართველოს რუსეთთან აქვს. გამოკითხული მოსახლეობის 89% რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ნეგატიურად აფასებს. აღნიშნულ ურთიერთობას საშუალოდ მოსახლეობის 7% აფასებს და მხოლოდ 4 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების სიაში ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები (88%), უკრაინა (83%), აზერბაიჯანი (82%), თურქეთი (75%), სომხეთი (68%), ჩინეთი (56%) და ირანი (45%) არიან. ყველაზე კარგად მოსახლეობამ ევროკავშირთან არსებული ურთიერთობა შეაფასა (90%). ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86% პროცენტი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესია გრძელდება. 7% ამ მოსახზრებას არ ეთანხმება, ხოლო კიდევ 7%-მა პასუხისგან თავი შეიკავა. კითხვაზე - რომელი ქვეყანა უქმნის საქართველოს პოლიტიკურ საფრთხეს, გამოკითხული მოსახლეობის 85%-მა რუსეთი დაასახელა. ამასთან, მოსახლეობის 8% მიიჩნევს, რომ რუსეთი პოლიტიკური პარტნიორია. ყველაზე ნაკლებ საფრთხეს საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში (1%), ჩინეთსა ( 1%) და სამხეთში (3%) ხედავს. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ მოსახლეობის 46% რუსეთთან დიალოგის გამართვას მხარს უჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)