13:07 - 22 Jul, 2026
|
2018-05-30 11:18:30, 1253 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოები იწყება
„თბილსერვის ჯგუფი“ ძველი თბილისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები 30 მაისს დაიწყება და 3 ივნისამდე გაგრძელდება. ძეგლი ისტორიული შენობების გასაწმენდი სპეციალური ხსნარით გაიწმინდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ და კომპანია MAISTANBUL-ი განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას. კომპანია MAISTANBU-ის ხსნარით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაწმენდილა, მათ შორის არის ლუვრის მუზეუმი პარიზში და პრეზიდენტის სასახლე თურქეთში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)