|
2018-05-29 10:21:08, 1957 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტები აღმასრულებლის საქმიანობას გაეცნენ
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები აღმასრულებლის პრაქტიკულ საქმიანობას გაეცნენ. მომავალმა იურისტებმა აღმასრულებლებისგან მიიღეს ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების პროცედურების; სააღსრულებო სისტემის; სამართლებრივ სტატუსებისა და კომპეტენციის; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებისა და მათ სამართლებრივ მდგომარეობის; აღსრულების დაწყების სამართლებრივი საფუძვლების; აღსრულების ეტაპების; აღსრულების შედეგების შესახებ. სტუდენტებმა განიხილეს პრაქტიკაში განხორციელებული საქმეები და კაზუსები. გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური შემთხვევები. მათ შორის, საუბარი შეეხო ალიმენტის, ჯარიმისა და გართულებული საქმეების კატეგორიებს. პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა. ტრენინგს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები: გელა გელაშვილი, ეკატერინე მარხვაშვილი და ქეთევან მამადაშვილი უძღვებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)