13:06 - 22 Jul, 2026
|
2018-05-28 15:10:38, 1309 ნახვა
საზოგადოება
წერეთლის გამზირზე სხვლა-ფორმირების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მიმდინარე წლის 29 მაისიდან წერეთლის გამზირზე სხვლა-ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს დაიწყებს. შესაბამისი სამუშაოები წერეთლის გამზირზე წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. ხეები პრობლემას უქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე, გარეგანათების სისტემის ეფექტურობას. წერეთლის გამზირზე საცობების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში წარიმართება. ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები დასრულებულია რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და ნაწილობრივ კოსტავას ქუჩებზე. წერეთლის გამზირზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მოწესრიგება იგეგმება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)