|
2018-05-28 12:53:28, 1146 ნახვა
საზოგადოება
უნგრეთთან მეხილეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა იგეგმება
უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მეცნიერებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ხეხილის ბაღები, ასევე ნიადაგის, თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების, მცენარეთა მიკროკლონური გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ნოდარ ხატიაშვილთან და მეხილეობის სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მეხილეობის მიმართულებით ქვეყნების პოტენციალი, თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პროექტები განიხილეს. მხარეები მათ საკოლექციო ნარგაობებში არსებული ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგების გაცვლის საკითხზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ქალაქ გორში ხეხილის ბაღები დაათვალიერეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ და სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)