|
2018-05-27 13:27:04, 1932 ნახვა
საზოგადოება
სოფიო ქაცარავა: „დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში განათლების სფეროში კონტრიბუციის თვალსაზრისით"
დღეს, ტექნოპარკში, სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, "Chevening"-ის კურსდამთავრებულებს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა დისკუსია - „საპარლამენტო კავშირების როლი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში". „დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში განათლების სფეროში კონტრიბუციის თვალსაზრისით და შესაბამისად, განსაკუთრებით მჭიდროა საქართველო- ბრიტანეთს შორის განათლების თვალსაზრისით არსებული კავშირები. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას და თანადგომას ამ მიმართულებით და კიდევ უფრო ვაძლიერებთ თანამშრომლობას. ჩვენი შეხვედრაც ტექნოპარკში მოეწყო სწორედ იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს, როგორც პროგრესული ქვეყნის სივრცე, რაც ინოვაციებსა და განვითარებას გულისხმობს", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. შეხვედრაზე განიხილებოდა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რუსეთის საფრთხეები, საქარველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობა და ა.შ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)