09:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 12:24:23, 521 ნახვა

პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი ყოფილ თანაპარტიელებზე: პასუხები, რომელსაც ჩვენ და მთლიანად საზოგადოება ელოდა, არ ყოფილა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიიდან წასული წევრების დღევანდელ განცხადებას გამოემხაურა და აღნიშნა,  რომ არსებულ კითხვის ნიშნებს პასუხი არ გაცემია.

მისი თქმით,  პარტიის უკვე ყოფილი წევრების მიერ გადადგმული ნაბიჯის შედეგი პრემიერის და მინისტრების აღტაცებული სახეებია.

„ეს ნამდვილად არ იყო პოლიტიკური ლიდერის განცხადება, რადგან  კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მეტი გაჩნდა. პასუხები კი, რომელსაც ჩვენ და მთლიანად საზოგადოება ელოდა, არ ყოფილა. შედეგი, რა ნაბიჯიც გადადგეს ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილმა წევრებმა, არის ღარიბაშვილის, ზოგადად მთავრობის, მინისტრების აღტაცებული სახეები. თითქოს, ისინი შეძლებენ ამით რაიმე პასუხისმგებლობა აირიდონ ქვეყნის უკუსვლაზე“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ამასთან, როგორც ჭიბერაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მყარად დგას ფეხზე და ის კვლავ გააგრძელებს ქვეყნის წინსვლისკენ ბრძოლას.

„მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ნაციონალური მოძრაობა მყარად დგას ფეხზე. ესაა ძირითადი ოპოზიციური ძალა. ჩვენ ძალიან კარგდ ვიცით, საით უნდა წავიდეს ქვეყანა და ღრმად ვართ დარწმუნებული, უცილებლად წინ წავიყვანთ საქართველოს. ნაციონალური მოძრაობა იქნება ის პარტია, რომელიც თითოეულ შეუსრულებელ დაპირებაზე კვლავაც გააგრძელებს პასუხის მოთხოვნას და თითოეული საკითხის აქტუალიზაციას“, - განაცხდა ჭიაბერაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics