|
2018-05-26 10:38:42, 1168 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფინეთის და პოლონეთის პრეზიდენტები ეწვივნენ
საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ეწვივნენ. საული ნიინისტო და ანჯეი დუდა მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ღონისძიებებში, ასევე გამართავენ შეხვედრებს. შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ. ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია - 100 წლის თარიღია. პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს პოლონეთიც აღნიშნავს დომოუკიდებლობის 100 წლისთავს. ჩვენი სახელმწიფოები, ჩვენი ისტორიები საკმაოდ დიდია. მნიშვნელოვანია პოლონეთთან მიმართებაში, თქვენი ეროვნული გმირი და ქვეყნის პირველი ლიდერი. ნოე ჟორდანიას პოლონეთის ისტორიაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მან მიიღო ახალი პარლამენტის მოდელი და წაიღო საქართველოში", - განაცხადა საქართველოში პოლონეთის ელჩმა მაროუშ მაშკევიჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)