|
2018-05-25 10:46:03, 1377 ნახვა
საზოგადოება
თიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება
თიბისი სახელმწიფოსთან ერთად დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და მომდევნო დღეების განმავლობაში ღონისძიებებს გეგმავს. 25 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თარიღის აღსანიშნავად თიბისი არტ არეაში (დოდო აბაშიძის #10) წარმოგიდგენთ „დამოუკიდებლობის სკოლას". ღონისძიებაზე გამომსვლელები სასკოლო გაკვეთილის ფორმატში თავიანთი სფეროდან გამომდინარე 1918 წლიდან გასულ 100 წელს შეაჯამებენ. ქართული ლიტერატურა - 17:00 ქართული ენა - 17:50 – 18:35 სამოქალაქო საზოგადოება - 19:00 კონსტიტუცაი და სამართალი - 19:50 ისტორია - ინტერაქციული გაკვეთილი - 20:45 ლიტერატურის გაკვეთილზე ლევან ბერძენიშვილი ქართული ლიტერატურის განვითარების 100 წლიან ისტორიას შეაჯამებს. ქართული ენის გაკვეთილს მზექალა შანიძე გაუძღვება, რომელიც ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში ენის ფუნქციის შესახებ ისაუბრებს. სამოქალაქო საზოგადოების გაკვეთილზე ნათია ფანჯიკიძე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში სოციალური სტრუქტურის ცვლილებებს განიხილავს. დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციასა და მისი ძირითადი პრინციპებს დამსწრეებს ანა დოლიძე გააცნობს. ისტორიის გაკვეთილზე კი თიბისი ახალ სამაგიდო თამაშს - „100 წელი" - წარადგენს. „100 წელი" თიბისიმ „წიბახას თამაშების კლუბთან" ერთად შექმნა. სამაგიდო თამაში 100 ბარათისგან შედგება. თითოეული ბარათის ერთ მხარეზე მოცემულია ფაქტი 1918 წლიდან 2018 წლამდე მის ამსახველ ფოტოსურათთან ერთად, მეორე მხარეზე კი - ამ ფაქტის შესაბამისი წელი. მოთამაშის მიზანია გამოიცნოს ან დაახლოებით განსაზღვროს, თუ რა თარიღებია მითითებული მისი ბარათების მეორე მხარეს. თამაში გასული 100 წლის მნიშვნელოვან მოვლენების გახსენებასა და საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაში საინტერესო ფაქტების აღმოჩენას ემსახურება. კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც თიბისი დამოუკიდებლობის 100 წლის აღნიშვნის ფარგლებში ახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოსტერების განთავსებაა, რომლებითაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ისტორიას.
თიბისი თბილისის გარდა ღონისძიებებს ბათუმსა და ქუთაისშიც გეგმავს, სადაც თიბისი ბანკის მთავარი ოფისების შენობებზე გადმოიფინება საქართველოს დროშები.
(R)
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)