09:01 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 10:12:53, 410 ნახვა

საზოგადოება
აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის ლელო ბურთში ტურნირი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის ლელო ბურთში შეჯიბრი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირი IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ჩატარდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების I და V ქვეითი, IV მექანიზირებული, ასევე I საარტილერიო ბრიგადები მონაწილეობდნენ.

ტურნირს საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ლელო ბურთის საფინალო შეხვედრა I საარტილერიო და V ქვეით ბრიგადებს შორის გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი I საარტილერიო ბრიგადა გახდა.

ლელო ბურთში შეჯიბრი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წელს პირველად ჩატარდა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ტურნირი ყოველი წლის 26 მაისს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics