09:28 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 12:21:06, 1386 ნახვა

საზოგადოება
OIV-ის მაგისტრანტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას  ეცნობიან.

18 კაციანი ჯგუფი საქართველოს მიმდინარე კვირაში სტუმრობს. გაცნობითი ტურის ფარგლებში მაგისტრანტები ეწვივნენ ქართლს, კახეთს, სადაც მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას, დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები.  OIV-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ შემდეგ კომპანიებს: „ორი მარანი“, „შუმი“, „ფაფარი ველი“, „ორგო“, „მევენახეობა ვაზიანი“, „წინანდლის მეღვინეობა“, „ბაგრატიონი-1882“, „შატო მუხრანი“, ასევე ექვევრე ზაზა კბილაშვილს.

სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ და დამზადების ტექნოლოგიამ მოახდინა.

თბილისში დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან.   OIV-ის მაგისტრანტები უკვე მესამე წელია სტუმრობენ საქართველოს. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველო  სასწავლო პროგრამის სავიზიტო ქვეყნების სიაში 2016 წლიდან ჩართო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics