08:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 14:57:30, 411 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ქართულ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.  ვფიქრობ,  ყველა მოქალაქე ამაყია, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს. მინდა,  თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო“, – აღნიშნა კალაძემ.
ენერგეტიკის სამინისტროს რუსთაველის გამზირზე ქარის სადგურის პროექტის მაკეტი აქვს გამოტანილი. 
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება. 
„წარმოდგენილი გვაქვს ქარის სადგურის პროექტი. ამ კუთხით ეს პირველი პროექტი იქნება და მის დასრულებას 2016 წელს ვგეგმავთ. მომავალში  ბევრი ასეთი პროექტის განხორციელება იგეგმება“, – აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics