19:38 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 12:28:29, 2932 ნახვა

პოლიტიკა
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ქართველი ფაშისტები მსვლელობით შეუერთდნენ

ფაშისტური ორგანიზაციის "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა დაიწყეს. ისინი რუსთაველის მეტროდან ქაშვეთის ეკლესიამდე მიდიან.

მათი თქმით, ჯახის სიწმინდეს ფაშისტები დიდ პატივ სცემენ და ეთანხმებან საქართველოს ეკლესიას მსვლელობის არსში.

მსვლელობის დროს საპარტულო პოლიციამ ორი პირი დააკავა. ორგანიზაციის ორი ლიდერი პოლიციამ წაიყვანა. საუბარია თორნიკე ვაშაკიძესა და ირაკლი ღუტიძეზე. როგორც "ქსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ორი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს ლგბტ აქტივისტების მიერ კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია გაუქმდა. 

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება და სიმბოლურად უკავშირდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას.

17 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართული ღონისძიებები ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ დღის საპირწონედ "ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ორი წლის წინ დაარსა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics