|
2018-05-14 15:17:24, 1172 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია 800 დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით, 800 დევნილი ოჯახის განაცხადს განიხილავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი კომისიის მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. „800 დევნილი ოჯახის განაცხადის განხილვა მიმდინარეობს ამ ეტაპზე და დაახლოებით 350-მდე დადებითი გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული. სახლების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მიწის ნაკვეთი და დევნილები არა მხოლოდ მესაკუთრეები ხდებიან, არამედ უჩნდებათ შემოსავლის წყაროც. მთლიანობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 2000 დევნილ ოჯახს შევუსყიდეთ სოფლად სახლი და მათი დიდი ნაწილი დაახლოებით 900 სახლი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და კომისია ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს, რომლებსაც მინიმუმ 3,5 ქულა მიენიჭათ. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის. იმ დევნილი ოჯახებისთვის კი, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლი“ უკვე შეუსყიდა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, USAID-თან ერთად, ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, 10 000 ლარის ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ. შერჩევის პირველი ეტაპი უკვე გაიარა 22-მა დევნილმა ოჯახმა, რომლებიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. დაფინანსებისას პრიორიტეტი ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ დევნილებს მიენიჭებათ.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)