00:45 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 16:39:44, 1239 ნახვა

საზოგადოება
აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ N85-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა

ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ გრძელდება. გამწვანების აქცია ამჯერად, N85-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისნის რაიონის გამგებელმა კახა კაბუჩიძემ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, წიწვოვანი მარადმწვანე ხეები და ბუჩქები დარგო. 

ღონისძიებაში ასევე, ისნის რაიონში მდებარე სოციალური თერაპიის სახლში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობდნენ, რომელთაც ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ხელნაკეთი „ჩიტის სახლები“  დაამზადეს.

მხატვრულად გაფორმებული სახლები სკოლის ეზოს ტერიტორიაზე არსებულ ხეებზე განთავსდა. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის ეზოს კედლები თემატური კომპოზიციებით მოხატეს. 

ისნის რაიონის გამგეობა აქციას „გაამწვანე შენი უბანი“ რგვების სეზონის ბოლომდე განაგრძობს და მწვანე სივრცეებს კიდევ არაერთ მისამართზე მოაწყობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics